რა არის ეკოლოგია?

ეკოლოგია (ბერძ. oikos — სახლი, გარემო, და logos — შეცნობა, სწავლა) — ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის. ტერმინი „ეკოლოგია“ ზოგჯერ ცნება გარემოს დაცვის აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც „ეკოლოგია“ აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო „გარემოს დაცვა“ - ადამიანის საქმიანობის შედეგად გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ecology photo 2

    არსებობს ტერმინ „ეკოლოგიის“ კიდევ რამდენიმე განმარტება:
  1. ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
  2. ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
  3. ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
  4. ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.


      
ეკოლოგიის დარგები
ანთროპოეკოლოგია ადამიანის ეკოლოგია
გარემოს დაცვა გამოყენებითი ეკოლოგია
გეოეკოლოგია ლანდშაფტების ეკოლოგია
დინამიკური ეკოლოგია
ზოგადი ეკოლოგია ბიოეკოლოგია
სოციალური ეკოლოგია საზოგადოების ეკოლოგიური პრინციპების შესაბამისად მოქმედება